პროექტის სახელწოდება:
„ სხვა თვალით დანახული საქართველო“
პროექტის მთავარი იდეა
(თემა) :
მოსწავლეები დამოუკიდებლად, მოიპოვებენ ინფორმაციას საქართველოს სხვადასხვა კუთხის
შესახებ, შეისწავლიან მათ ტრადიციებს, კულტურასა და წეს-ჩვეულებებს.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები გაეცნობიან
საქართველოს კუთხეების შესახებ არსებულ სხვადასხვა
სახის ინფორმაციას, როგორ სასკოლო წიგნებიდან და ინტერნეტით ასევე საშუალება
ექნებათ ინტერვიუს სახით მოაგროვონ ინფორმაცია სხვადასხვა კუთხიდან წამოსული
ხალხებისაგან, რომლებიც მათ გვერდით ცხოვრობენ უკვე წლებია მაგრამ შემორჩენილი აქვთ
თავიანთი წეს-ჩვეულებები და ტრადიციები.
პროექტის მიზნები: პროექტის მიზანია
მოსწავლეებმა ისწავლონ თუ როგორ გაინაწილონ ჯგუფში ფუნქციები, როგორ გაითვალისწინონ ერთმანეთის აზრი, როგორ შეაჯერონ მოპოვებული ინფორმაცია ისე, რომ კვლევის საბოლოო პროდუქტი სრულყოფილი გამოვიდეს.
მოსწავლეთა ასაკი: 12-13 წელი
ვადები/ხანგრძლივობა: 10-14 დღე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები ისწავლიან როგორ მოიპოვონ და წარმოაჩინონ
მასალები დამოუკიდებლად, გამოთქვან საკუთარი აზრი მოპოვებულ მასალებზე. გააკეთებენ ელექტრონულ პრეზენტაციებს თემებიდან
გამომდინარე. გაეცნობიან საქართველოს სხვადასხვა კუთხის ისტორიას, ბუნებას,
წეს–ჩვეულებებს, ტრადიციებს.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: წიგნები,
„საქართველოს ისტორიის“ და „ჩვენი სამშობლოს“ სახელმძღვანელოები, კომპიუტერი
ინტერნეტი, შეხვედრის ორგანიზება ადგილობრივ ხალხთან, რომლებიც წარმოშობით არიან
საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი
აქტივობები): შესაძლებელია კლასი დავყოთ ჯგუფებად, თუ რათქმაუნდა
ბავშვების რაოდენობა ამის საშუალებას მოგვცემს. ასევე შესაძლებელია ჯგუფურად, ერთ
გუნდად იმუშაონ და თითოეულმა კარგად გააცნობიეროს თავისი შესასრულებელი სამუშაო. მოგროვებული
ინფორმაცია შეთანხმებულად უნდა წარადგინონ წინასწარ დაგეგმილ ღია გაკვეთილზე. როგორც
სიტყვიერი გამოსვლით ისე პრეზენტაციის სახით.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართ. V. 2. მოსწავლეს შეუძლია ჯგუფური და
ინდივიდუალური საკომუნიკაციო ამოცანების განხორციელება.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ჯგუფთან ერთად
ამზადებს ზეპირ გამოსვლას: დამოუკიდებლად დაამუშავებს თემის ერთ-ერთ ნაწილს,
მოპოვებულ მასალას და შემუშავებულ თვალსაზრისს გააცნობს და შეუთანხმებს ჯგუფის
წევრებს;
·
გამოდის
წყვილის, ჯგუფისა თუ კლასის მომხსენებლის როლში; ითვალისწინებს და გამოხატავს
თანაგუნდელების საერთო აზრს;
·
მიზნის
შებამისად ირჩევს სასაუბრო (ეტიკეტური დიალოგების) და მხატვრულ (განცდებსა და
შთაბეჭდილებებზე საუბრის) სტილს;
·
კითხვის დასმის,
თხოვნის, ბრძანების, გრძნობების გადმოცემის დროს იცავს სიტყვათა რიგს და ამ
მოდალობებისთვის დამახასიათებელ ინტონაციას.
პროექტის ხელმძღვანელი:
სოფიო ზურაშვილი
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: sophiezurashvili@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://sophie-ict2.blogspot.com/
"შავი კლდეების ტბა" ლაგოდეხი |
"გურგენიანის ჩანჩქერი" ლაგოდეხი |
სვანეთი |
"გერგეტის სამება" ყაზბეგი |
"აბუდელაურის ფერადი ტბა" ხევსურეთი |
No comments:
Post a Comment