დღეს ჩვენი ტრენინგი დასრულდა :)) თამამდ შემიძლია ვთქვა რომ ეს ის სფეროა სადაც თავს ყველაზე კარგად ვგრძნობ, ყოველ დილა მართლა სიხარულით მოვდიოდი ...
ტრენინგის მსვლელობის დროს ვისწავლე ბევრი ისეთი წვრილმანი დეტალი, რასაც ალბათ ყურადღებას ადრე არ ვაქცევდი...
ყველაზე მეტად მომეწონა ბლოგზე მუშაობა, ალბათ აქტიური ბლოგერი ვიქნები :))
მადლობა თქვენ, რომ ესეთი კარგი ტრენერი გვყავხართ <3 <3 <3
Tuesday, July 12, 2016
Monday, July 11, 2016
მესამე მოდულის შეჯამება
3 რამ, რაც დამამახსოვრდა ტრენინგზე
2 შეკითხვა, რომელზეც მინდა, პასუხი მივიღო
1 ნებისმიერი სახის კომენტარი
- ვისწავლეთ ბლოგზე მუშაობა;
- შევეხეთ სასწავლო პროექტებს;
- ვისწავლეთ ბლოგზე შენახული მასალის რედაქტირება;
2 შეკითხვა, რომელზეც მინდა, პასუხი მივიღო
- მინდა ვისწავლო "ყველა" შესაძლებლობა, რაც ბლოგს აქვს;
- პროექტებთან დაკავშირებით მაქვს რამოდენიმე დასაზუსტებელი საკითხი;
1 ნებისმიერი სახის კომენტარი
- ჩემი აზრით, პროექტების რეალურად განხორციელება, რომ იყოს შესაძლებელი, ჩვენს შეცდომებზე ვისწავლიდით უკეთესად
Wednesday, July 6, 2016
სასწავლო პროექტი
პროექტის სახელწოდება:
„ სხვა თვალით დანახული საქართველო“
პროექტის მთავარი იდეა
(თემა) :
მოსწავლეები დამოუკიდებლად, მოიპოვებენ ინფორმაციას საქართველოს სხვადასხვა კუთხის
შესახებ, შეისწავლიან მათ ტრადიციებს, კულტურასა და წეს-ჩვეულებებს.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები გაეცნობიან
საქართველოს კუთხეების შესახებ არსებულ სხვადასხვა
სახის ინფორმაციას, როგორ სასკოლო წიგნებიდან და ინტერნეტით ასევე საშუალება
ექნებათ ინტერვიუს სახით მოაგროვონ ინფორმაცია სხვადასხვა კუთხიდან წამოსული
ხალხებისაგან, რომლებიც მათ გვერდით ცხოვრობენ უკვე წლებია მაგრამ შემორჩენილი აქვთ
თავიანთი წეს-ჩვეულებები და ტრადიციები.
პროექტის მიზნები: პროექტის მიზანია
მოსწავლეებმა ისწავლონ თუ როგორ გაინაწილონ ჯგუფში ფუნქციები, როგორ გაითვალისწინონ ერთმანეთის აზრი, როგორ შეაჯერონ მოპოვებული ინფორმაცია ისე, რომ კვლევის საბოლოო პროდუქტი სრულყოფილი გამოვიდეს.
მოსწავლეთა ასაკი: 12-13 წელი
ვადები/ხანგრძლივობა: 10-14 დღე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები ისწავლიან როგორ მოიპოვონ და წარმოაჩინონ
მასალები დამოუკიდებლად, გამოთქვან საკუთარი აზრი მოპოვებულ მასალებზე. გააკეთებენ ელექტრონულ პრეზენტაციებს თემებიდან
გამომდინარე. გაეცნობიან საქართველოს სხვადასხვა კუთხის ისტორიას, ბუნებას,
წეს–ჩვეულებებს, ტრადიციებს.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: წიგნები,
„საქართველოს ისტორიის“ და „ჩვენი სამშობლოს“ სახელმძღვანელოები, კომპიუტერი
ინტერნეტი, შეხვედრის ორგანიზება ადგილობრივ ხალხთან, რომლებიც წარმოშობით არიან
საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი
აქტივობები): შესაძლებელია კლასი დავყოთ ჯგუფებად, თუ რათქმაუნდა
ბავშვების რაოდენობა ამის საშუალებას მოგვცემს. ასევე შესაძლებელია ჯგუფურად, ერთ
გუნდად იმუშაონ და თითოეულმა კარგად გააცნობიეროს თავისი შესასრულებელი სამუშაო. მოგროვებული
ინფორმაცია შეთანხმებულად უნდა წარადგინონ წინასწარ დაგეგმილ ღია გაკვეთილზე. როგორც
სიტყვიერი გამოსვლით ისე პრეზენტაციის სახით.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართ. V. 2. მოსწავლეს შეუძლია ჯგუფური და
ინდივიდუალური საკომუნიკაციო ამოცანების განხორციელება.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ჯგუფთან ერთად
ამზადებს ზეპირ გამოსვლას: დამოუკიდებლად დაამუშავებს თემის ერთ-ერთ ნაწილს,
მოპოვებულ მასალას და შემუშავებულ თვალსაზრისს გააცნობს და შეუთანხმებს ჯგუფის
წევრებს;
·
გამოდის
წყვილის, ჯგუფისა თუ კლასის მომხსენებლის როლში; ითვალისწინებს და გამოხატავს
თანაგუნდელების საერთო აზრს;
·
მიზნის
შებამისად ირჩევს სასაუბრო (ეტიკეტური დიალოგების) და მხატვრულ (განცდებსა და
შთაბეჭდილებებზე საუბრის) სტილს;
·
კითხვის დასმის,
თხოვნის, ბრძანების, გრძნობების გადმოცემის დროს იცავს სიტყვათა რიგს და ამ
მოდალობებისთვის დამახასიათებელ ინტონაციას.
პროექტის ხელმძღვანელი:
სოფიო ზურაშვილი
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: sophiezurashvili@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://sophie-ict2.blogspot.com/
"შავი კლდეების ტბა" ლაგოდეხი |
"გურგენიანის ჩანჩქერი" ლაგოდეხი |
სვანეთი |
"გერგეტის სამება" ყაზბეგი |
"აბუდელაურის ფერადი ტბა" ხევსურეთი |
Tuesday, July 5, 2016
ზაფხულია . . .
ტექნოლოგიები და ინკლუზიური სწავლება
ინკლუზიური სწავლების დროს ტექნოლოგიების გამოყენება, მე ვფიქრობ რომ ერთერთი უმთავრესია, მასალები რომელიც ჩვენ გვჭირდება ბეჭდური სახით თითქმის არ მოიპოვება, ან თუ არის ძალიან ცოტა და მწირი ინფორმაციის მატარებელია და ამასთან არც ქართულ ენაზეა ხშირად ხელმისაწვდომი. სულ რამოდენიმე წელია რაც ამ სფეროში ვარ და სამუშაო მასალას ძირითადად ინტერნეტიდან ვიღებ. ალბათ ინტერნეტის გარეშე ძალიან გამიჭირდებოდა მუშაობა :))
მე დღეიდან ბლოგერი ვარ :))
უზომოდ მომწონს ჩვენი ტრენინგები, ყოველ დილა მართლა სიხარულით მოვდივარ, გუშინდელი ტრენინგი კი ყველაზე საინტერესო იყო ჩემთვის, აქამდე მეგონა რომ ინტერნეტ სივრცეზე მეტ-ნაკლებად ბევრი რამ ვიცოდი :)) მაგრამ ეხლა ვხვდები რომ უფრო მეტი და მეტი მინდა ....
Subscribe to:
Posts (Atom)